მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს გააჩინოს კითხვის ნიშნები

53
(განახლებულია 17:33 26.07.2019)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს გააჩინოს კითხვის ნიშნები. არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან ნათელი. ელემენტარულად კადრებში ჩანს ყველაფერი. ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები.

53
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)