Ника Гварамия

გვარამია: აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გამიშვებს

284
(განახლებულია 18:34 18.07.2019)
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მას და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის დადებულ კონტრაქტზე საუბრობს.

„ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. ეს არის ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან – ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს“, – ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამიას განცხადებით, ნებისმიერს შეუძლია იდავოს კონტრაქტის გაუქმებაზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე მისი გათავისუფლება არის შეუძლებელი.

284