მიკროფონი

თინა ჩიქვანაია: ხვალ WinExpo Georgia 2019 იწყება

11
(განახლებულია 20:22 12.06.2019)
პროექტის მენეჯერი თინა ჩიქვანაია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე საუბრობს.

„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. WinExpo Georgia 2019 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, გაეცნოს ინოვაციებს და მრეწველობის განვითარების ტენდენციებს“, – აღნიშნა თინა ჩიქვანაიამ.

პროექტის მენეჯერის თქმით, გამოფენის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იქნება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები; ინგრედიენტები და დანამატები; შეფუთვა და შესაფუთი მასალები; სასუქები; მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები; სანერგეები და აქსესუარები.

11