ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად

კოშკელიშვილი: დავშორდი და ვუთხარი, რომ ამ ტყუილს ვერ ვაპატიებდი

20782
მსახიობი, მოდელი, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იმ პერიოდზე საუბრობს, როცა ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან ჰქონდა.
კოშკელიშვილი: დავშორდი და ვუთხარი, რომ ამ ტყუილს ვერ ვაპატიებდი

„ახლა მაყურებელი, განსაკუთრებით, ქალბატონები გამიგებენ სწორად: საქართველოში ალბათ ერთხელ მაინც უთქვამთ ყველასთვის, რომ ცოლს ხვალ დავშორდები, ან ცოლთან აღარ ვცხოვრობ, უკვე წლებია, დაშორებულები ვართ, მხოლოდ საბუთებით არ ვართ დაშორებულები. ეს ტყუილი არსებობს. როდესაც ვიყავი 21 წლის, მე ამ ტყუილის მჯეროდა. ის მე მეუბნებოდა, რომ ცოლთან აღარ ცხოვრობდა, საჯაროდ დავდიოდით ერთად, არ ვმალავდით არაფერს და თურმე, ცოლი არსებობს“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.


მსახიობის თქმით, როცა გაიგო, რომ საყვარელ მამაკაცს ცოლი ჰყავდა, მას დაშორდა, რადგან ამ ტყუილს ვერ აპატიებდა.

20782
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

36
(განახლებულია 17:04 03.06.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა
„მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ამ ოპოზიციური ერთობის იყო და რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ უარი არ გვითხრას უკვე შეთანხმებულ მუხლებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ წინაასაარჩევნოდ ვიცოდეთ, არჩევნები ტარდება ნორმალური სისტემით. ასევე, ამ გაერთიანების ამოცანაა, საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნორმალური, ვერავინ შეძლოს ხმების მოპარვა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ“, -ამბობს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ამ პრინციპებით ჩატარებული არჩევნები გამორიცხავს  რომელიმე პოლიტიკური ძალის აბსოლუტურ უპირატესობას ვინმეზე და ხელისუფლების უზურპაციას. 

36
კახა კალაძე

კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფეებს დამატებითი შეღავათი მიეცათ

35
(განახლებულია 19:37 03.06.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე იმ შეღავათებზე საუბრობს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს, შეზღუდვების სრულ მოხსნამდე ღია რესტორნებსა და კაფეებს ექნებათ.
კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფე-ბარებს დამატებითი შეღავათი მიეცათ
„1 ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამ დროებითი ღონისძიებით დაცული იქნება ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნითა და კაფეთი.

35
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

0
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში