ლადო კახაძე

კახაძე: ძნელი დასაჯერებელია, რომ ვინმემ ძალდატანებით მომცა ხმა

26
(განახლებულია 13:00 10.06.2019)
მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებული კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნებზე საუბრობს და მოსახლეობას ნდობისთვის მადლობას უხდის.

„შეიძლება, გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი. რაც უფრო ნაკლები იქნება გადაცდომები,  მით უფრო მაღალი იქნება ხარისხი ჩვენი სანდოობის და ეს იქნება სწორი სვლა დემოკრატიისაკენ. მე ძალიან ძნელად მეჯერება, რომ  იმ ადამიანებმა, ვინც მე ხმა მომცეს, ვიღაცა ძალდატანებით აიძულებდა, მას ჩემთვის ხმა მოეცა“, -ამბობს ლადო კახაძე.

კახაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ  პარლამენტში საუბარი მთაწმინდელების სახელით.

26