მიშა ფეიქრიშვილი: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოზურგეთში ოთხი ხანძარი მოხდა
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოთხი ხანძარი იყო, როდესაც კონკრეტული ადამიანების მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთების დასუფთავების მიზნით გაჩენილმა ცეცხლმა მიიღო მასშტაბური ხასიათი, გადავიდა სხვა ტერიტორიებზე და ხანძარი გავრცელდა 30 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიაზე. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების დაუდევრობა იწვევს სავალალო შედეგს“, — აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.
ფეიქრიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს მართებთ მეტი პასუხისმგებლობა, რათა ხანძრის გავრცელების საფრთხე არ შექმნან და დროულად დაუკავშირდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურს.