უგულავა: ივანიშვილი ხალხს ზებრას ვირად აარჩევინებს

გამოწერა
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადადგომაზე, საუბრობს.
უგულავა: ივანიშვილი ხალხს ზებრას ვირად აარჩევინებს

„ივანიშვილს 76-ზე მეტი ხმა აქვს პარლამენტში და შესაბამისად, ზებრას ვირად აარჩევინებს ამ ხალხს. ეს ჩვენ ვნახეთ გუშინ  ღილაკების ისტორიიდან. კვაჭანტირაძის გაშვებას ფლორა და ფაუნა ზეიმობს უკვე მართლა. კვაჭანტირაძე ვერ გაუშვეს, მაგრამ ზებრას ვირად აარჩევინებს. ასეთი უცნაური უმრავლესობა გვყავს“, -ამბობს გიგი უგულავა.

სამშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი დააყენეს, თუმცა კვაჭანტირაძის გადადგომას ხმა მხოლოდ 67-მა დეპუტატმა მისცა, საჭირო 76-ის ნაცვლად. მოგვიანებით, კვაჭანტირაძემ თვითონ დატოვა თანამდებობა.

ყველა ახალი ამბავი
0