ფიცხელაური: იმ მომენტში თანხა არ მქონდა და გადავწყვიტე რობოტი „ჩაპი“ გამეყიდა

© photo: courtesy of Juba Picxelauriჯუბა ფიცხელაური და მისი მიერ დამზადებული მაკეტი
ჯუბა ფიცხელაური და მისი მიერ დამზადებული მაკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტი ჯუბა ფიცხელაური საუბრობს, როგორ გაუჩნდა რობოტი „ჩაპის“ შექმნის იდეა.
ფიცხელაური: იმ მომენტში თანხა არ მქონდა და გადავწყვიტე რობოტი „ჩაპი“

„ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ჩაპის გაკეთებას. ორ თვეზე მეტი დამჭირდა მის შესაქმნელად და განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ალბათ ბევრს გახსოვთ უსაყვარლესი ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომლის ვიდეომ ყველას გაუთბო გული. Facebook-ზე ვნახე ინფორმაცია, რომ ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და თირკმლის გადანერგვა სჭირდება. იმ მომენტში თანხა არ მქონდა და გადავწყვიტე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნაკეთობა, რობოტი „ჩაპი“ გამეყიდა და შემოსული თანხით ნიკოლოზს დავხმარებოდი“, ამბობს ფიცხელაური.

უკვე ოთხი წელია ჯუბამ სხვადასხვა მასალისგან  მაკეტებს ამზადებს. მაკეტების დამზადება მამისგან ისწავლა, შემდეგ კი გადაწყვიტა გატაცება შემოსავლის წყაროდ ექცია. დღეს ჯუბას საკუთარი კომპანია M House აქვს, სადაც კომპანიებს და კერძო პირებს უწევს მომსახურებას.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0