კახიძე: წულუკიანის წასვლა გააჯანსაღებს „ქართულ ოცნებას“

© photo: Otar Kakhidze / FBოთარ კახიძე
ოთარ კახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიზე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომას ეხმიანება.
კახიძე: წულუკიანის წასვლა გააჯანსაღებს „ქართულ ოცნებას“

„თუ ივანიშვილს მობეზრდა მისი მინისტრობა,  მაშინ გადააყენებს. რამე პრინციპული უთანხმოება, პრინციპული საკითხები და ღირებულებები არ არის აქ წყალგამყოფი დარწმუნებული ვარ“, განაცხადა კახიძემ.

კახიძის განცხადებით, წულუკიანის წასვლა მხოლოდ და მხოლოდ გააჯანსაღებს „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, არ ახსენდება წულუკიანზე ოდიოზური ფიგურა ხელისუფლებაში, რომელსაც არ აქვს არც იურიდიული განათლება და არ აქვს უნარი მენეჯმენტის.

ყველა ახალი ამბავი
0