გოცირიძე: კიბერდანაშაულისგან თავის დასაცავად იმუნიტეტი არ გააჩნია არც ერთ სახელმწიფოს

© photo: courtesy of IFCSანდრო გოცირიძე
ანდრო გოცირიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი ანდრო გოცირიძე კიბერდანაშაულის შესახებ საუბრობს.

 

გოცირიძე: კიბერდანაშაულისგან თავის დასაცავად იმუნიტეტი არ გააჩნია არც ერთ სახელმწიფოს

„კიბერდანაშაულისგან თავის დასაცავად იმუნიტეტი არ გააჩნია არც ერთ სახელმწიფოს და არც ერთ ბიზნეს-ინსტიტუტს. სტატისტიკის ზრდა შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. პირველი გახლავთ ის, რომ ზოგადად შეიძლება იზრდებოდეს ამ ტიპის დანაშაულის გამოვლენა, რადგან ბიზნესები უფრო მეტ დროს უთმობენ კიბერუსაფრთხოებას. მაგრამ მეორე ნეგატიური მხარე გახლავთ ის, რომ ბიზნეს-პროცესების მზარდი კომპიუტერიზაცია იწვევს კიბერკრიმინალის მომძლავრებასაც“, – ამბობს ანდრო გოცირიძე.

სპეციალისტის განცხადებით, არსებობს ასეთი ტენდენცია, რომ საბანკო მონაცემის მოპარვას წინ უსწრებს პირადი მონაცემების ქურდობა, ე.წ. საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპარვა და ჯანდაცვის მონაცემებით ვაჭრობა.

ყველა ახალი ამბავი
0