ნიკა რურუა

რურუა: აღმოვაჩინე, რომ ორი რეალობა იყო, ერთი ოფიციალური, მეორე ნამდვილი

63
(განახლებულია 16:25 06.12.2018)
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა სატელევიზიო გადაცემაში ბავშვობას იხსენებს.

„როგორც ყველა ბავშვი, შატალოებზეც დავდიოდი და მაინც და მაინც დიდი რეჟიმისა და დისციპლინის მომხრე არ ვიყავი. ამას ბევრი გარემოება უწყობდა ხელს. იყო საბჭოთა კავშირი და ვიცოდი, რომ იყო ორი რეალობა, ერთი – ოფიციალური, მეორე – ნამდვილი. ეს შიზოფრენიული რაღაც ძალიან პატარამ აღმოვაჩინე“, – იხსენებდა ნიკა რურუა გადაცემაში „ნანუკას შოუ“.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 4 დეკემბერს 50 წლისა გარდაიცვალა.

ნიკოლოზ რურუა 1968 წლის მარტში თბილისში დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი. 2001 წელს ჯორჯიის შტატის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო. პოლიტიკური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის დეპუტატი გახდა. რურუა იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2008 წლის ოქტომბერში რურუა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნული თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა. იგი ბოლო მომენტამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი.

 

63