სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ეს იმიტომ, რომ თელავმა ხმა არ მომცა

100
(განახლებულია 12:24 06.12.2018)
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ შეარჩიეს ინაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავი.

„იყო რამდენიმე სცენარი, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. მთელი ჩემი წინასაარჩევნო კამპანია იყო თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ... ვთვლი, რომ ძალიან სწორი არჩევანი იყო თელავი. მეორე მიზეზი, რატომაც არჩევანი გავაკეთე, ეს იმიტომ, რომ თელავმა ხმა არ მომცა“, — ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, ამ ნაბიჯით სურს ხალხს დაანახოს, რომ ყველას პრეზიდენტია, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვინც ხმა არ მისცა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

100