ეკა კვარაცხელია

ფენშუის სპეციალისტის რჩევები 5 დეკემბერი

214
(განახლებულია 13:27 04.12.2018)
ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველებს ფენშუის 5 დეკემბრის პროგნოზს აცნობს.

„5 დეკემბერი ლითონის თხის დღეა. საუკეთესო დღეა აბსოლუტურად ნებისმიერი საქმის დასაწყებად. სამსახურში მოწყობა, ქორწინება, მოლაპარაკების წარმოება, ტრენინგები, პრეზენტაციები – ყოველი მათგანი ჩაივლის ყოველგვარი შეფერხების გარეშე და დასრულდება წარმატებით. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. ნებისმიერი პროექტი, რომელიც დღეს აიღებს სტარტს, იქნება წარმატებული. კარგი დღეა ნიშნობისთვის და სიყვარულის შესათავაზებლად“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა ხარის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.

214