სააკაშვილი: რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული?!

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებდნენ.
სააკაშვილი: რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული?

„ეკლესია დამეხურა?! როდისმე გაგიგიათ ჩემ შვილებს ედუჩას ან ნიკუშას ვინმე შეეწუხებინოთ? და ამ დროს კაცი მივიდა, დაკეტა სვეტიცხოველი, გადააქცია პროვინციულ რიტუალების დარბაზად, დადგა სკამები... სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებსო… რომელი ეკლესია დავანგრიე, გლდანის ფარდული?! რომელზეც საპატრიარქო ამბობდა, რომ ეს კაცი (ბასილ მკალავიშვილი - რედ.) არის განდგომილი, მართლმადიდებელ მღვდლებს ესხმის თავსო?“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს 600 ეკლესია აღდგა, ასევე სახელმწიფო ფულით გაკეთდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოოქროვილი გუმბათი კი მისი პირადი ინიციატივა იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0