ირაკლი ოქრუაშვილი: არ იყო ადვილი არჩევანი, მაგრამ მე მხარს ვაშაძეს დავუჭერ

© AP Photo / Shakh Aivazovსაქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებზე და მეორე ტურში საკუთარ არჩევანზე საუბრობს.
ირაკლი ოქრუაშვილი: არ იყო ადვილი არჩევანი, მაგრამ მე მხარს ვაშაძეს დავუჭერ

„ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი, იმიტომ რომ გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენთვის რთულად გასახსენებელ მომენტებთან. მეორე მხარე არის ქალბატონი, რომელიც შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ ხასიათისგან, რაც ქართველებს გაგვაჩნია... მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს წინააღმდეგ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით“, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებს ილუზია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს, თუმცა, ეს პერსპექტივა გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი წააგებს ამ არჩევნებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0