ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 8 ნოემბერი

გამოწერა
ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 8 ნოემბრის პროგნოზზე.
ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 8 ნოემბერი

„8 ნოემბერი ხის დრაკონის დღეა. დღეს არ არის სასურველი სახლიდან შორს გამგზავრება, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. მოსალოდნელია ჩხუბი და გაუგებრობები ახლობელ ადამიანებთან, ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენი ემოციები და არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში. არ არის სასიკეთო არანაირი ფინანსური ოპერაციების ჩატარება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები. არ გაასესხოთ ფული, არ ჩაიტაროთ ქირურგიული ოპერაციები, თუ ამის აუცილებლობა არ არის“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0