კესარია აბრამიძე

აბრამიძე: ასეთ მასშტაბურ კონკურსებზე ძალიან ძნელია მოხვდე პირველ და მეორე ადგილზე

115
(განახლებულია 15:40 06.11.2018)
მოდელი კესარია აბრამიძე ესპანეთში გამართულ ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე საუბრობს, სადაც ის საქართველოს წარმოადგენდა.

„ხუთეულში მოვხვდი და ამის მოლოდინი მქონდა. ასეთ მასშტაბურ კონკურსებზე ძალიან ძნელია მოხვდე პირველ და მეორე ადგილზე, მით უმეტეს, როცა დანარჩენ კონკურსანტებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ. საბოლოო ჯამში მე კმაყოფილი ვარ. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ფაქტი, რომ ხუთეულში ქართველი მონაწილე მოხვდა“, – ამბობს აბრამიძე.

კონკურსი Miss trans star international 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში ბარსელონაში მიმდინარეობდა. გამარჯვებული გახდა ტაილანდის წარმომადგენელი კულჩაია ტანსირი.

 

115