ფენშუის სპეციალისტის რჩევები - 13 ოქტომბერი

გამოწერა
ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 13 ოქტომბრის პროგნოზზე.

 

ფენშუის სპეციალისტის რჩევები - 13 ოქტომბერი

„13 ოქტომბერი მიწის ვეფხვის დღეა. ეს დღე გახლავთ სტაბილურობის, წონასწორობის და სიმშვიდის. სასიკეთო იქნება დღევანდელ დღეს მასშტაბური პროექტების წამოწყება. მოაწყვეთ სასურველ ადამიანებთან ყოფნის გარემოცვა. კარგი დღეა ისეთი საქმეებისთვისაც, რომლის გაკეთება დიდი ხანია გსურდათ. მათ ვისაც ენერგო ტონუსი დაბალი აქვს, იგრძნობენ ენერგიის მოზღვავებას, ხოლო ისინი ვინც ენერგიის მოზღვავებას განიცდიან, იგრძნობენ შინაგან ენერგეტიკულ ბალანსს“ - განმარტა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0