მიკროფონი

ჩერგოლეიშვილი: ლამის შორენა ბეგაშვილის მაგივრადაც ეგ იჯდა

192
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და მის გავლენაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„2016 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ კამპანია აერია მიხეილ სააკაშვილი გამო, იმიტომ რომ ვერ დაიმორჩილეს, ვერ გააკეთეს მისი დოზირება ვერც ეთერში. ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უარყოფით გავლენას ახდენდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაზე, ვხედავდით, ეს კვლევებში ჩანდა, მაგრამ მას მეგალომანია ჰქონდა და სულ ეთერში უნდოდა ყოფნა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილს არ უნდოდა მის გარეშე გაემარჯვა „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მერე თავის განსაკუთრებულობას კარგავდა.

 

192