ფენშუის სპეციალისტის რჩევები - 8 ოქტომბერი
„8 ოქტომბერი წყლის მამლის დღეა. საუკეთესო დღე გახლავთ საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და სამომავლო საქმიანი პროექტების განსახილველად. არასასურველი დღეა დღესასწაულების მოსაწყობად. უმჯობესია დღევანდელ დღეს მხოლოდ მათი დაგეგმვით შემოიფარგლოთ. დღეს არ გირჩევთ პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.
ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.