პლიევი: ბევრ სტილისტს არ აქვს აკადემიური განათლება, არ უყვართ ცოდნაში ინვესტიციის ჩადება

გამოწერა
სტილისტი, კოლორისტი ნიკა პლიევი საუბრობს იმაზე, უმეტეს შემთხვევაში რატომ ვერ უღებავენ მომხმარებლებს თმებს სასურველ ფერზე სტილისტები.

 

პლიევი: ბევრ სტილისტს არ აქვს აკადემიური განათლება, არ უყვართ ცოდნაში ინვესტიციის ჩადება

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სტილისტს არ აქვს აკადემიური განათლება. საქართველოში რატომღაც არ უყვართ ინვესტიციის ჩადება განათლებაში, ცოდნაში, საკუთარი თავის განვითარებაში. ქიმიური შენაერთები ისეთია, რომ თუ ამაში შესაბამისი განათლება არ გაქვს მიღებული, ვერანაირად ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. უმრავლესობა პირდაპირ კატალოგის ფერებით მსჯელობს, იღებენ ფერებს და პირდაპირ დებენ თავზე. თქვენ წარმოიდგინეთ, 8500 სეგმენტია გასათვალისწინებელი. თუ ეს ყველაფერი გულდასმით არ იცი, შეუძლებელია სასურველი ფერის მიღება“, - ამბობს ნიკა პლიევი.

სტილისტის განცხადებით, თმაზე სასურველი ფერის გადატანა დამოკიდებულია პიგმენტაციაზე, ანუ გაღიავებაზე. როცა თმის გაღიავება სწორად ხდება და სასურველ ეტაპს მიაღწევს, შემდეგ შეღებილი თმა გამჭვირვალე და ლამაზი გამოვა. თმასთან მუშაობა კი ძალიან რთულია. დამუშავების დროს დაუდევრობით შესაძლოა თმა დაზიანდეს, დაიწვას და მოკვდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0