ზურაბიშვილი: ვერასოდეს დაამტკიცებ ცხოვრებაში, რომ არა ხარ ვარდისფერი სპილო

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმ ბრალდებებზე, რაც ბოლო დროს მის წინააღმდეგ ისმის.
ზურაბიშვილი: ვერასოდეს დაამტკიცებ ცხოვრებაში, რომ არა ხარ ვარდისფერი სპილო

„არის რაღაცები, რაზედაც არ უნდა ილაპარაკო. ერთი ფორმულა არის, არ ვიცი, ფრანგულია თუ ინგლისური, აღარ მახსოვს, მაგრამ შენ ცხოვრებაში ვერასოდეს ვერ დაამტკიცებ, რომ არა ხარ ვარდისფერი სპილო. თუ ოპონენტები მეძახიან რაღაცას, ეს არის ტოტალიტარული რეჟიმის გადმონაშთი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ყველამ იცის მისი წარსული, თუ საიდან მოდის, მისი ცხოვრების ფურცლები ღიაა და ამაზე ბიოგრაფიული წიგნიც აქვს დაწერილი. ზურაბიშვილის თქმით, ის არ აპირებს იმის მტკიცებას, რომ ვარდისფერი სპილო არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0