ძიძიგური: რა კულტივაცია ხალხო, კარტოფილია?!

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის დეპუტატი ზვიად ძიძიგური
პარლამენტის დეპუტატი ზვიად ძიძიგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
ძიძიგური: რა კულტივაცია ხალხო, კარტოფილია?!

„არავითარ შემთხევაში არ დავუშვებთ და ჩვენი მხრიდან ვიქნებით წინააღმდეგი მუდმივად ყველანაირი ტიპის კულტივაციის და შემდეგ რაღაც ბიზნესის წამოწყების, ლიცენზიების გაცემის და ა.შ. რაც შეეხება თვითონ უმრავლესობას, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს. სანამ კონსენსუსი არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს კანონი მიღებული ვერ იქნება“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

დეპუტატის განცხადებით, იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მის ირგვლივ არსებულ გარკვეული ტიპის მოსაზრებებს არ ეთანხმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0