ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე: „წავიშინე თავში ხელები და დავიწყე მოთქმა: ვოოი ბარბარაა...“

268
ზურა შევარდნაძე ყვება ამბავს, რომელიც მას გერმანიაში სწავლის დროს გადახდა.
ზურა შევარდნაძე: „წავიშინე თავში ხელები და დავიწყე მოთქმა: ვოოი ბარბარაა, მაინ ლიბე ბარბარაა“

„მეორე დღეს გაზეთში ნეკროლოგი წავიკითხე ა.წ. 5 მაისს გარდაიცვალა ბარბარა შულცი დავკრძალავთ 22 ოქტომბერს, რადგან შვილი მივლინებაშიაო“- იხსენებს ზურა შევარდნაძე.

ზურა შევარდნაძე —ცნობილი მებაღე, ბიოლოგი, საბაღე ცენტრ „გარდენიას“ მფლობელი.

 

 

 

 

268
თეა წულუკიანი

წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი და დაპირისპირება იქნება

25
(განახლებულია 17:08 21.10.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი და დაპირისპირება იქნება
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი, მეტი დაპირისპირება, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები და სპეკულაციები იქნება. მე მინდა, პირველ რიგში, როგორც კანდიდატმა, ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, – ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროპორციული სისტემით შეძლებენ ხმის მიცემას.

25
ივანე ჩხაიძე

ჩხაიძე: ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ერთი ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს

30
(განახლებულია 16:10 21.10.2020)
თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე სეზონურ გრიპებზე საუბრობს.
ჩხაიძე: ამ ეტაპზე ქვეყანაში არცერთი ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს
„ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ერთი ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს. გრიპის ვირუსს ველოდებით, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში. იაშვილის კლინიკა გახლავთ დაავადებათა კონტროლის საყრდენი ბაზა. ყველა ბავშვი, ვისთანაც კეთდება ტესტირება გრიპზე, ეს არის იაშვილის პაციენტი. შესაბამისად, როცა ჩვენ დავიწყებთ ტესტირებას ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, ჩვენ უკვე ზუსტად გვეცოდინება, გამოჩნდა თუ არა გრიპის ვირუსი ბავშვებში“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3, H1 ვირუსები და რინოვირუსები.

30
ვლადიმერ ბორცვაძე

ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ  ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

ბორცვაძემ  უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.

„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში