აკაკი ზოიძე

ზოიძე: კანაფის ექსპორტით ლარი უნდა გამყარდეს

45
(განახლებულია 12:53 14.09.2018)
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გადაცემა "რეაქციაში" კანაფის მოყვანა-წარმოებასა და მის ექსპორტზე საუბრობს.

„პირველ რიგში როგორ ისარგებლებს საზოგადოების თითოეული წევრი? იმითი, რომ ლარი უნდა გამყარდეს და სავაჭრო დეფიციტი შემცირდეს. ლარზე ნაწარმოები მარიხუანა გაიყიდება დოლარად, საკმაოდ დიდი ოდენობის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამედიცინო მიზნით მედიკამენტის გაყიდვაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ კანაფი შეიძლება იყოს ნარკოტიკული საშუალების გამოსაყენებელი მცენარე და შეიძლება იყოს კანაფი, რომელსაც ოდითგანვე გამოიყენებდნენ ჩვენი წინაპრები სამრეწველო წარმოებისთვის და მედიკამენტებისთვის", - ამბობს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანაფისგან მიღებული შემოსავალი უნდა წავიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხმარდეს სოციალურ, ჯანდაცვის და ასევე, ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა რეაბილიტაციის პროგრამებს.

 

45