გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე: ქვეყნებს შორის შეჯიბრია, ვინ გაიტანს მარიხუანას უცხოეთში

25
(განახლებულია 14:24 12.09.2018)
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე მარიხუანის ექსპორტზე საუბრობს.

„ჩვენ უცხოეთში გასატანი არა გვაქვს არაფერი. იცით, ახლა რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში? ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა. სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია. სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ ამას“, – ამბობს მაღრაძე.

საქართველოში მარიხუანის წარმოება და ექსპორტი შესაძლოა ლეგალური გახდეს. აღნიშნულ თემაზე საუბარი 11 სექტემბერს „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

 

25