გივი სიხარულიძე

სიხარულიძე: „ქართულ ოცნებას“ არ უთქვამს, რომ ეს ოცნება აგვიხდება, ამიტომ ახია ჩვენზე

155
(განახლებულია 17:36 11.09.2018)
მსახიობი გივი სიხარულიძე „ქართული ოცნების“ შესახებ საუბრობს.

„მომწონს, რომ ამ პარტიას „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამ პარტიისთვის, რომ დაერქმიათ „ახდენილი ოცნება“ მაშინ პასუხს მოვთხოვდი. მაგრამ მათ დაირქვეს უბრალოდ „ოცნება“. გითხრეს, რომ იოცნებე და არასდროს არ უთქვამთ, რომ ეს ოცნება აგიხდებათ. ამიტომ ახია ჩვენზე. ჩვენ უნდა მოგვეთხოვა, გვეკითხა რა ოცნებაზე იყო საუბარი, ახდენილზე, თუ ისეთზე, რომელიც არასოდეს არ ხდება“, — ამბობს სიხარულიძე.

თუმცა სიხარულიძემ დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით არაერთი მსახიობი, მხატვარი და ხელოვანი გადაურჩა შიმშილს, როს გამოც მისი მადლიერია.

 

 

155