ზურაბიშვილი: ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც მხარს დამიჭერს

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიასა და მათ მხარდაჭერაზე საუბრობს.
ზურაბიშვილი: ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც მხარს დამიჭერს

„აბსურდული იქნება თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა თუ არ იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა სწორედ მათ უჭერს მხარს. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებული. რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ და უკან არ დავიხევ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე მაჟორიტარის ადგილი მას დაუთმო და აქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაუჭერს მხარს.

ყველა ახალი ამბავი
0