ბახტაძე : საქართველო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წარმატება, დიდწილად, ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალური სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ბახტაძე : საქართველო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას

საქართველო, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე. ამიტომ, სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზეთ რეზოლუციის მიღება, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას,“- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

„ღია მმართველობის პარტნიორობის„ მეხუთე გლობალური სამიტი დღეს თბილისში მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმს საერთაშორისო ორგანიზაციების  აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0