ეკა ბესელია: სწრაფად უნდა დადგინდეს – რა მოხდა ტყიბულში

© https://www.facebook.com/ekaterine.beselia.5ეკა ბესელია
ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ რიგში საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევები გარემოებები, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას.
ეკა ბესელია: სწრაფად უნდა დადგინდეს რა მოხდა ტყიბულში

„ის სამუშაო პროცესი, რაც დაწყებული აქვთ შესაბამის სტრუქტურებს, როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამის კომიტეტებს, საჭიროა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, რათა ძალიან კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის კუთხით“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“.

დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0