ანდრია გვიდიანი

ვის თამაშს ითამაშებენ კერძო სექტორიდან მოსული ეკონომიკური ბლოკის მინისტრები

27
(განახლებულია 14:42 13.07.2018)
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეული კადრები მის ეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებენ, მიაჩნია ეკონომისტ ანდრია გვიდიანს.

„ეკონომიკური ბლოკის ორივე მინისტრი საჯარო სამსახურში კერძო სექტორიდან მოვიდა. როგორ ჩანს, მათ აქვთ საკმაოდ საინტერესო წარსული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მამუკა ბახტაძის მიერ დაწყებულ პოლიტიკას გაატარებენ“, – განუცხადა ანდრია გვიდიანმა “Sputnik–საქართველოს”.

12 ივლისს ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანის კანდიდატურა დასახელდა, რომელსაც ბოლო წლებში კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის პოზიცია ეკავა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ს მოსკოვის ოფისის უფროსი პარტნიორი გიორგი ქობულიაა წარდგენილი.

27