სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი ჭუბერში არსებულ მდგომარეობაზე

27
(განახლებულია 16:20 11.07.2018)
ჭუბერში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭუბერში სახლების დანგრევის საფრთხე მოხსნილია. რაც შეეხება ხიდის მშენებლობას, ის დაგეგმილზე ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. ელექტროენერგია სოფლის ძირითად ნაწილში არის, ოღონდ ის დღისით გათიშულია, რადგან ეს მშენებლებს სჭირდებათ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

ჭუბერში 5 ივლისს უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდებულმა მდინარემ წაიღო სახლები. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

27