სადაზღვევო კომპანიების ნაწილს მიაჩნია, რომ ზედამხედველს ბევრს უხდის

© FB / Vasil Akhrakhadzeვასილ ახრახაძე
ვასილ ახრახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დასაფინანსებლად გათვალისწინებული თანხის მოცულობა უნდა განახევრდეს.
სადაზღვეო კომპანიების ნაწილს მიაჩნია რომ ზედამხედველს ბევრს უხდის

„დაახლოებით 1,5 მლნ ლარი ჰქონდა ადრე ბიუჯეტიდან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს გამოყოფილი და ახლა მათ ამ შემადგენლობით, ვფიქრობ, 5 მილიონი ნამდვილად არ სჭირდებათ“, — განუცხადა სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ახრახაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

დაზღვევის შესახებ კანონში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ე.წ. „საზედამხედველო საფასურის“ გადახდა სადაზღვევო კომპანიებს ევალებათ და ის მზღვეველის მიერ გამომუშავებული პრემიის 1%-ს  შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0