თაკო გაჩეჩილაძის გარდასახვის ტრიუმფი

გაჩეჩილაძე: გოგოსთან უფრო მოსულა, რომ იგიჟოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ბიჭს არ ეპატიება

38
(განახლებულია 19:29 10.07.2018)
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე საუბრობს იმაზე, მამაკაცებში ჩაცმის როგორი სტილი მოსწონს.
გაჩეჩილაძე: გოგოსთან უფრო მოსულა, რომ იგიჟოს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ბიჭს არ ეპატიება

„არ მომწონს, როცა მამაკაცს გადაჭარბებულად, ყველაფერი ერთად აცვია. გადაჭარბებაში ვგულისხმობ ყველაფერი ერთად რომ აქვს ასხმული – კაპიუშონი, შარფი,  კეპი, სათვალე და ა.შ. მომწონს სადად ჩაცმული მამაკაცი“, – ამბობს თაკო გაჩეჩილაძე.

ცნობილი მომღერლის მოსაზრებით, გოგომ შეიძლება „იგიჟოს“, მაგრამ ეს კაცს არ ეპატიება.

38
მიკროფონი

ნარკოლოგი: ეს იწყება ბავშვობიდან, დაუშვებელია ბავშვს მისცე იმაზე მეტი თანხა, რაც სჭირდება

23
(განახლებულია 19:05 29.05.2020)
მოზარდებში თუ რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ამის შესახებ ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი საუბრობს.
ნარკოლოგი: ეს იწყება ბავშვობიდან, დაუშვებელია ბავშვს მისცე იმაზე მეტი თანხა, რაც სჭირდება
„ეს ყველაფერი იწყება ბავშვობის ასაკში, როდესაც მშობელი ვერ აკონტროლებს თავის შვილს. არ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს თავისი ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის თანხა. არ შეიძლება ნებისმიერი ახირება შეუსრულოს ბავშვს მშობელმა. მაგალითად, თუ ჰყავს ველოსიპედი, არ შეიძლება მხოლოდ იმის გამო გამოვცვალოთ, რომ ფერი არ მოსწონს.  დაუშვებელია მისცეთ იმაზე მეტი თანხა, რაც შეიძლება მას დასჭირდეს“, – ამბობს გური მენაბდიშვილი.

ნარკოლოგის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის ვალების გადახდა მისი დახმარება არ არის. თუ მისი დახმარება გვინდა, უნდა ვუმკურნალოთ მას. სხვა შემთხვევაში ეს იქნება დათვური სამსახური.

23
კახა კალაძე

კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

43
(განახლებულია 18:44 29.05.2020)
რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეიდან იწყებს მუშაობას. ყველა მოთხოვნა, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, შესრულდება. ვიდრე ავტობუსები ხაზზე გავლენ, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება. გარდა ამისა, როგორც გვითხრეს, არ შეიძლება კონდიცირება მუშაობდეს, უნდა იყოს ფანჯრები ღია და ასე უნდა ნიავდებოდეს. ჩვენ ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, და აუცილებლობაა პირბადით შესვლა როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსში და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. მეტროში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრული პოლიცია გააკონტროლებს.

 

43
გიორგი გახარია

გახარია: ფულადი კომპენსაცია უკვე 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

0
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა რთულ პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს ბედის ანაბარა არ მიატოვებს

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კორონავირუსის პანდემიის დროს 427 206 საქართველოს მოქალაქეს დაპირებული კომპენსაციები უკვე ჩაერიცხა, განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

გახარიამ პასუხი გასცა ოპოზიციის კითხვებს, რომელიც მთავრობას მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ დაპირებული ფინანსური დახმარება პანდემიის გამო უმუშევარ ადამიანებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

 „ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა, უბრალო ტყუილია. ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, დაიწყებოდა და ეს პროცესი დაიწყო... დღეისთვის  427 206 ადამიანს მთავრობის მხრიდან ფინანსური დახმარების სახით უკვე ჩაერიცხა თანხა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

პრემიერის სიტყვებით, ამ დროისთვის ფულადი დახმარება უკვე მიიღო 72 175-მა კონტრაქტით დასაქმებულმა ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახურდაკარგულმა ადამიანმა. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. 

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 52 151 თვითდასაქმებულს, რომლებმაც წარმოადგინეს ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გარდა ამისა, სოციალური დახმარება მიიღო 75 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე  194 796-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა. აღნიშნულ  დახმარებას ექვსი თვის განმავლობაში მთლიანობაში 190 ათასი ადამიანი მიიღებს. ექვსი თვის განმავლობაში დახმარების მოცულობა დამოკიდებული იქნება ოჯახში ადამიანების რაოდენობაზე.

მრავალშვილიანი ოჯახები კი, რომლებსაც 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ, ნახევარი წლის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ. ამ დახმარების პირველი ტრანში, 100-100 ლარი, უკვე ჩაერიცხა 22 644 მრავალშვილიან ოჯახს.

სოციალური დახმარება ასევე ჩაერიცხა 40 440 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

გახარიამ პასუხი გასცა ოპოზიციის პრეტენზიას თვითდასაქმებულების დახმარების პირობებთან დაკავშირებით, რომლებმაც შემოსავლის დასადასტურებლად უნდა წარადგინონ ცნობა იურიდიული პირისგან.  ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული  რეგულაციის გამო დახმარების გარეშე დარჩა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ.

 „ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას, თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდა. ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება, საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს მე ტყუილუბრალოდ მედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ კრიზისის პერიოდში მათთვის სოციალური დახმარება აღმოგვეჩინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარია დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აღნიშნული დახმარება კრიზისის პერიოდში  არასაკმარისია. თუმცა, ადამიანების გარკვეული კატეგორია  მოსახლეობის სიღარიბისა და გაჭირვების ხარჯზე ცდილობს პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიღებას. 

ამას გარდა, პრემიერს მოუწია, კიდევ ერთხელ განემარტა, რაოდენ მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის სახელმწიფო დახმარება.

 „ბოლო წლებში 30 ათასმა ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მათგან 25 ათასმა, სამშენებლო კომპანიასთან იპოთეკური ურთიერთობის დამყარებით, პირველი შენატანი გააკეთა და ბანკში აღებული სესხით დაიწყო თანხის გადახდა.  მათი ბინები ჯერ არ არის დასრულებული. გამოდის, რომ ბ-ნი რომანი მთავაზობს,  ეს სამშენებლო კომპანიები და ჩემი მოქალაქეები მივატოვო ბედის ანაბარა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს თავიანთი თანამოქალაქეები 2008 წლის კრიზისის დროს, როცა ათობით ათასი ადამიანი დარჩა ბინების გარეშე მაშინ, როდესაც უკვე გადახდილი ჰქონდა თანხა“, - აღნიშნა პრემიერმა.

დაუსრულებელი მშენებლობა დედაქალაქის მერიის თავის ტკივილია, რომელიც 2013 წლიდან სპეციალური პროგრამის ფარგლებში ეხმარება მათ მშენებლობის დასრულებაში. პრემიერის სიტყვებით, ესაა ბინები, რომლებშიც თანხა 2008 წლამდე გადახდილია, მაგრამ დღემდე არ არის დასრულებული.

საქართველოს მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილი დაახლოებით 9%-ს შეადგენს, დასაქმებულთა რაოდენობა კი - თითქმის 120 ათასს. ამდენივე მოქალაქეა დასაქმებული სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ სფეროებში. ხელისუფლების განცხადებით, სექტორის გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პოსტკრიზისულ პერიოდში. ამიტომ მთავრობა გეგმავს 135 მლნ დოლარის გამოყოფას დეველოპერული სექტორისთვის და იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

0