პირველი ლედი

ჩიჩუა: ვინმემ არ იფიქროს, რომ პრეზიდენტი ან მე ჩვენი მდგომარეობით ვსარგებლობთ

253
(განახლებულია 14:29 13.06.2018)
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საუბრობს იმაზე, რა შეცვალა მის ცხოვრებაში იმან, რომ პრეზიდენტის მეუღლეა.

„შეცვალა ის, რომ უფრო ფრთხილები გავხდით. ვინმემ არ იფიქროს, რომ პრზიდენტი ან მე ჩვენი მდგომარეობით ვსარგებლობთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ცოტა ზევიდან ვიყურები. არასოდეს არავის მიმართ არ მქონია ასეთი დამოკიდებულება“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.

პირველის ლედის განცხადებით, ხშირად ესმის ადამიანებისგან, რომ საერთოდ არ შეცვლილა. მისთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა შეეცვალოს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.

253