ირაკლი ლექვინაძე

ბიზნეს–ომბუდსმენის აპარატი გერმანულ კომპანიებთან ითანამშრომლებს

13
(განახლებულია 17:31 12.06.2018)
ბიზნეს–ომბუდსმენის აპარატსა და „გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„დოკუმენტი მიზნად ისახავს გერმანული კომპანიების მხარდაჭერას იმ საკითხებში, რომლებიც, მათი აზრით, გარკვეულწილად პრობლემურია ქართულ ბაზარზე“, – განაცხადა ბიზნეს–ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

მემორანდუმს ხელი ბიზნეს–ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების“ მმართველის საბჭოს თავმჯდომარემ საშა ტერნესმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ირაკლი ლექვინაძე „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების“ წევრ კომპანიებს შეხვდა და ბიზნეს–ომბუდსმენის ოფისის საქმიანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

13