Международное информационное агентство и радио Sputnik Грузия

მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგური აშენდება

26
(განახლებულია 18:22 11.06.2018)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი „ხობი 2 ჰესის" მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება.

„ამ მომენტისთვის ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და უკვე შემოდგომაზე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას", – განაცხადა „ხობი 2 ჰესის" მენეჯერმა ნიკო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მას შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი „ენერგია" ახორციელებს. „ხობი 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 260 მლნ კვტ/სთ იქნება.

26