თბილისში ინტერნეტის საკითხებზე მსჯელობენ

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
EuroDIG 2018-ზე ყველა ის საჭირბოროტო საკითხი განიხილება, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თბილისში ინტერნეტის საკითხებზე მსჯელობენ

„ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის: ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში; ინტერნეტში ცოდნის გაღრმავება; ბავშვების უფლებების დაცვა ინტერნეტში; კიბერუსაფრთხოების საკითხები… და, რა თქმა უნდა, იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ინტერნეტთან წვდომისთვის არის მნიშვნელოვანი“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ორგანიზებით ტარდება და მას 500-ზე მონაწილე ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0