კახაძე: ყველა მანქანის აფთიაქში უნდა იდოს ორი რამ - ლახტი და ნარკოტიკი

© photo: Lado Kakhidze / FBლადო კახაძე
ლადო კახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ექიმი, ექოსკოპისტი ვლადიმერ (ლადო) კახაძე დეკრიმინალიზაციაზე, ნარკოტიკებსა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრობს.
კახაძე: ყველა მანქანის აფთიაქში უნდა იდოს ორი რამ - ლახტი და ნარკოტიკი

„ცალსახად ვეთანხმები დეკრიმინალიზაციას, და არა მარტო ნარკოტიკების. მე ვეთანხმები მენტალობის დეკრიმინალიზაციას, საზოგადოების დეკრიმინალიზაციას,  იმიტომ რომ საზოგადოება კრიმინალურ გარემოში ცხოვრობს და ადამიანები იღვიძებენ და იძინებენ  ამ კრიმინალის გარშემო.  ყველა მანქანის აფთიაქში უნდა იდოს ორი რამ — ლახტი და ნარკოტიკი, იმიტომ რომ ადამიანს კლავს ორი რამე: სისხლის მწვავე დანაკარგი და შოკური ტკივილი“, —ამბობს კახაძე.

კახაძის განმარტებით, ნარკოტიკების მოხმარება ადამიანების თავისუფალი ნებაა და მათი არჩევანია. თუმცა, მისი თქმით, არსებობს სასწორის ორი პინა, ერთ მხარეზე დევს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელშიც ფულის გადახდა საჭირო არ არის, მეორე მხარეს კი არის სიკვდილი, რომელშიც ფულს ვიხდით და ვყიდულობთ.

ყველა ახალი ამბავი
0