ირმა კუხიანიძე

ირმა კუხიანიძე: ჩემ ნახატებს არასოდეს ვასათაურებ, მინდა ყველამ ისე წაიკითხოს, როგორც უნდა

21
(განახლებულია 17:00 18.05.2018)
ირმა კუხიანიძე საუბრობს თავის ნახატებზე, იხსენებს ბავშვობას, თუ როგორ უყვარდა განმარტოება და როდის დაიწყო ხატვა.

„ბროწეული ჩემთვის სასწაულია და ჩემ შემოქმედებაში მას გარკვეული დატვირთვა აქვს, ეს საიდან წამოვიდა ვერ გეტყვით. ბროწეულის ყვავილიც მომწონს, ფერიც და გემოც“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ირმა კუხიანიძემ.

ირმა კუხიანიძე — მხატვარი, დაამთავრა სამხატვრო აკადემია, მანამდე ქუთაისში სამხატვრო სკოლაში ისწავლა. ოთხი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მისი ნამუშევრები ბოლოს იტალიაში გამოიფინა.

21