საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გამოვკეტეთ, მესამე დარბის სხვა ქვეყნებში

1979
(განახლებულია 18:04 17.05.2018)
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „ნანუკას შოუში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებზე ისაუბრა.

„სააკაშვილის გასამართლებაზე ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ამ მუხლით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სირცხვილია. იურისპრუდენციის სირცხვილია პირველ რიგში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ვერ დადო ცივილიზებულობის სტანდარტი – ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ, მეორე არ გამოვკეტოთ სახლში და მესამე პრეზიდენტი არ დარბოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში.

1979