ლალი მოროშკინა

მოროშკინა: კლუბის ხელმძღვანელები ამბობდნენ, ყველაზე ღორულად ქართველები იქცევიანო

107
(განახლებულია 15:45 17.05.2018)
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გოაზე გატარებულ დღეებს იხსენებს.

„ერთი თვე გოაზე ვიყავი. დავდიოდით კლუბებში, დილამდე ვცეკვავდით, ვერთობოდით. იცით, რას ამბობდნენ ამ კლუბის ხელმძღვანელები? ყველაზე ღორულად ქართველები იქცევიანო! მე ძალიან მწყინდა ეს. მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულები და ქართველები რატომღაც ცდილობენ, მთელი თვის დოზა ერთ დღეში მიიღონო“, – ამბობს ლალი მოროშკინა.

ჟურნალისტის თქმით, შემდეგ ამ ადამიანებს მუსიკაც აღარ ესმით და პალმის ძირას უგონო მდგომარეობაში წვანან.

107