ოთარ დანელია

ოთარ დანელია: არის შემთხვევები, როდესაც ტენდერებს არაკეთილსინდისიერი კომპანიები იგებენ

25
(განახლებულია 17:39 14.05.2018)
ტენდერებში მეტი დაზღვევის მექანიზმები უნდა ჩაიდოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

„არის შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი, ან ნაკლებად გამოცდილი, ან რესურსის არმქონე კომპანიები შემოდიან იმ იმედით, რომ კიდევ სხვა ტენდერებს მოიგებენ და შეძლებენ შემდეგ ამ კონკრეტული ვალდებულების შესრულებას. შემდეგ ეს ასე არ ხდება და საბოლოო ჯამში ზიანდება კონკრეტული პროექტი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

ოთარ დანელიას თქმით, ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა.

25