კახი კავსაძე: ბელას ისე ვაღმერთებდი, არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი

© photo: JAMnews Georgian / FBკახი კავსაძე
კახი კავსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი კახი კავსაძე თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს, ბელა მირიანაშვილს იხსენებს.
კავსაძე: ბელას ისე ვაღმერთებდი, არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი

„მე მას ისე ვაღმერთებდი, რომ არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი. არასოდეს მითქვამს მე შენ „მიყვარხარ“. ამის თქმა როგორ შეიძლება? ისე ვიქცეოდი, რომ უნდა მიმხვდარიყო. მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა და მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი“, ამბობს კავსაძე.

ბელა მირიანაშვილმა და კახი კავსაძემ 26 წელი იცხოვრეს ერთად. ბელა მირიანაშვილი 23 წელი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. ამ ხნის განმავლობაში მეუღლე გვერდიდან არ შორდებოდა. მსახიობს დღესაც უჭირს ძვირფასი მეუღლის გახსენება და მასზე საუბარი.

ყველა ახალი ამბავი
0