ლევან დობორჯგინიძე: ბაზიერობა ქართული ისტორიის ნაწილია
„ბაზიერთა უხუცესს მეფესთან შესლა კარზე დაკაკუნების გარეშე შეეძლო, იმდენად მნიშვნელოვანი პროფესია იყო ოდითგანვე“, — აღნიშნა დობორჯგინიძემ.
ლევან დობორჯგინიძის განმარტებით, მეფეს ყოველთვის ჰყავდა ბაზიერთა უხუცესი, ბაზიერთა გუნდის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ნადირობის ორგანიზება და ფრინველის დაგეშვა.