ქეთი ხუციშვილი

ხუციშვილი: გადაღებებზე ნავარჯიშევი რომ მივდივარ, უფრო კარგად განვასახიერებ ჩემს პერსონაჟს

63
(განახლებულია 14:54 15.04.2018)
მსახიობი ქეთი ხუციშვილი საუბრობს, რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში სპორტულ აქტივობებს და ვარჯიშს.

„ბევრჯერ დავაფიქსირე, გადაღებებზე ნავარჯიშევი რომ მივდივარ, უფრო კარგად განვასახიერებ ჩემს პერსონაჟს. უკვე ერთი წელია აქტიურად დავდივარ დარბაზში და ვვარჯიშობ. პირველ რიგში ჩემი თავი მე უნდა მომწონდეს. ყველაფერს გადავდებ და დარბაზში აუცილებლად მივალ“, განაცხადა ხუციშვილმა.
მსახიობის თქმით, 9 თებერვალს გახდა 40 წლის და ეამაყება, რომ ასეთ ფორმაშია და  კარგად გამოიყურება. ამბობს, რომ ეს ვარჯიშის დამსახურებაა და მეგობრებსაც ხშირად უთქვამთ ამის შესახებ.

63