აბაშიძე: შესაძლოა ვიღაცას ხელს უშლიდა ჩემი არსებობა, ამას ძალიან განვიცდიდი

© photo: Sputnik / Boris Vilenkin / გადასვლა მედიაბანკშილეილა აბაშიძე
ლეილა აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე განვლილ ცხოვრებას იხსნებს.
აბაშიძე: ვიღაცას ხელს უშლიდა ჩემი არსებობა

„მაყურებელს, რომ ვუყვარვარ მე ამას ვგრძნობ. უამრავი წერილები მომდის. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო მსახიობისთვის. ჩემი მიღწევები ჩემი როლებია, მაგრამ რასაც ვერ მივაღწიე ის გაცდენილი წლებია, როდესაც მე ვერ ვმუშაობდი, არ მაძლევდნენ სამუშაოს. ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო,  წლები უმუშევარი ვიყავი.  არც თეატრში და არც კინოში ჩემთვის ადგილი არ იყო. ეს იყო დრო, როცა შემოქმედებით ზენიტში ვიყავი. მე ძალიან განვიცდიდი ამას. შესაძლოა ვიღაცას ხელს უშლიდა ჩემი არსებობა“, — განაცხადა აბაშიძემ.

ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე 1929 წელს თბილისში დაიბადა. 1941 წელს პირველად ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.

ყველა ახალი ამბავი
0