ქურციკიძე: ხშირი იყო მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა და შეურაცხმყოფელი გამოთქმები

გამოწერა
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე საუბრობს იმაზე, რამდენად ხშირია მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობა.
ქურციკიძე: ხშირი იყო მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა და შეურაცხმყოფელი გამოთქმები

„გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა კვლევა. საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შემოწმდა. გამოიკითხა 1800-მდე მოსწავლე. უმეტესად ისინი ასახელებდნენ სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფებს მასწავლებლების მხრიდან. ხშირი იყო ღირსების შემლახავი და არასათანადო მოპყრობები, რაც სრულიად დაუშვებელია“, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

ქურციკიძის თქმით, ასევე დაფიქსირდა თანატოლებს შორის ძალადობის ფაქტები. მან მიუთითა, რომ პედაგოგები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ  დაუშვებელია მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი გამოთქმები და უხეში სიტყვებით მიმართვა.

ყველა ახალი ამბავი
0