დავითაშვილი: ჩვენი ამოცანა კვების ობიექტებში მაღალი დონის სტანდარტის შენარჩუნებაა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანი ბიზნესის დაზარალება არ არის, განუცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს".
დავითაშვილი: ჩვენი ამოცანა კვების ობიექტებში მაღალი დონის სტანდარტის შენარჩუნებაა

„ჩვენი ამოცანა კვების პოპულარულ ობიექტებში მაღალი დონის სტანდარტების შენარჩუნებაა", – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გასულ კვირას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში არსებულ შვიდ საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერეს, რადგან ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. სპეციალისტებმა თბილისში ამჯერად 19 რესტორანი და კაფე-ბარი შეამოწმეს, მათგან დადებითი შეფასება მხოლოდ სამმა მიიღო. იმ ობიექტებმა, რომლებსაც საწარმოო პროცესი არ შეუჩერდათ, სხვადასხვა ხარვეზების გამო შენიშვნები და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გარკვეული დრო მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0