პოლონეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში გადმოასვენებენ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განუცხადა საქართველოს კონსულმა პოლონეთში თეიმურაზ ფურცელაძემ ტელეკომპანია „იმედს“.
პოლონეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში გადმოასვენებენ

„რაც შეეხება გარდაცვლილების გადმოსვენებას, გვაქვს კონტაქტი სამართალდამცველებთან და ჯერ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნა თეიმურაზ ფურცელაძემ.

პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 18 მარტს მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე, კიდევ ხუთმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამსახურებრივი მიზნით იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0